მზრუნველი მოსწავლეები |
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სკოლის ეზოში ხეებისა და ყვავილების დარგვა და პროექტის განხორციელების შესახებ ინგლისურ ენაზე ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.
3. პროექტის აქტუალობა: ბუნებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების აღქმის უნარის გათავისება, თითოეული დარგული ხე ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია. განვუვითაროთ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების უნარ ჩვევები,მოსწავლეებმა შეძლონ უცხო ენაზე საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში,კერძოდ სკოლის ეზოს გამწვანებაში.მოსწავლეები გაეცნობიან ამა თუ იმ ნარგავების თავისებურებებს განივითარებენ ინფორმაციის მოძიება - დამუშავების, ინგლისურ ენაზე წერის უნარებს, ისტ უნარებს; შეეცვლებათ დამოკიდებულება ბუნებისადმი.
5. მონაწილეთა ასაკი:10-16წ
6. ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:დაირგოს ხეები, მოხდეს სკოლის გამწვანება , გამოქვეყნდეს სკოლის გაზეთი ინტერნეტში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სამუშაო იარაღები,ნერგები, სარწყავი საშუალება, ციფრული კამერა, მწვანე უნიფორმები,ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):1. შეარჩიონ და მოიძიონ დასარგავი მცენარეები .2.მცენარეების დარგვა.3. პროექტის მსვლელობისას ფოტოების გადაღება. 4.ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ სივრცეში ინგლისურ ენაზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია და ინგლისური, ისტ
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ქ.გარდაბნის #4საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი :-ლალი მანველიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:manvelishvililali@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://lalimanvelishvili.blogspot.com/
პროექტის განხორციელების გეგმა