Wednesday, July 12, 2017

პროექტი ,,ჩვენ ვზრუნავთ სკოლის ეზოს გამწვანებაზე''

მზრუნველი  მოსწავლეები
1.პროექტის სახელწოდება:,,ჩვენ ვზრუნავთ სკოლის  ეზოს  გამწვანებაზე''

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  სკოლის ეზოში  ხეებისა  და  ყვავილების  დარგვა და პროექტის  განხორციელების შესახებ ინგლისურ ენაზე ინფორმაციის  განთავსება  ინტერნეტში.
3. პროექტის აქტუალობა:  ბუნებისადმი ჯანსაღი  დამოკიდებულების  აღქმის უნარის გათავისება, თითოეული დარგული  ხე  ჩვენი  ჯანმრთელობის საწინდარია. განვუვითაროთ  ინფორმაციის  ინტერნეტში განთავსების უნარ ჩვევები,მოსწავლეებმა შეძლონ  უცხო ენაზე  საკუთარი  მოსაზრებების ჩამოყალიბება.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლება და აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში,კერძოდ  სკოლის  ეზოს გამწვანებაში.მოსწავლეები  გაეცნობიან  ამა თუ იმ  ნარგავების  თავისებურებებს განივითარებენ ინფორმაციის მოძიება - დამუშავების, ინგლისურ ენაზე  წერის  უნარებს, ისტ უნარებს; შეეცვლებათ  დამოკიდებულება  ბუნებისადმი.

5. მონაწილეთა ასაკი:10-16წ

6. ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:დაირგოს  ხეები, მოხდეს სკოლის გამწვანება , გამოქვეყნდეს სკოლის გაზეთი ინტერნეტში.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სამუშაო  იარაღები,ნერგები, სარწყავი საშუალება, ციფრული კამერა, მწვანე  უნიფორმები,ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):1. შეარჩიონ და მოიძიონ დასარგავი  მცენარეები .2.მცენარეების  დარგვა.3. პროექტის  მსვლელობისას  ფოტოების  გადაღება. 4.ინფორმაციის  განთავსება  ინტერნეტ  სივრცეში  ინგლისურ  ენაზე.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია და  ინგლისური, ისტ

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ქ.გარდაბნის #4საჯარო სკოლის  ინგლისური  ენის პედაგოგი :-ლალი მანველიშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:manvelishvililali@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://lalimanvelishvili.blogspot.com/

პროექტის  განხორციელების  გეგმა